ავტორიზაცია

გადაწყვეტილია: როტორში კიდევ 2 ქართველი ითამაშებს

გადაწყვეტილია: როტორში კიდევ 2 ქართველი ითამაშებს
თარიღი 06 ივნ 2021, 15:45

უკვე გადაწყვეტილია, რომ რუსულ კლუბ "როტორში" კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.

ეს ინფორმაცია ცნობილმა ქართველმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა გადაცემაში "სპორტი იმედზე" დაადასტურა.

მალე ახალგაზრდა ფეხბურთელები ილია ბერიაშვილი და ბექა ქავთარაძე "როტორთან" ხელშეკრულებას გააფორმებენ.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში ზურიკო დავითაშვილი, საბა კვერკველია და გიორგი არაბიძეც ირიცხებიან.

ბერიაშვილი ამჟამად "თელავის" ფეხბურთელია, ქავთარაძე კი "ნიჟნი ნოვგოროდის" რიგებში გამოდიოდა.

ჯუღელი: "იწერებოდა ლიდსზე, მაგრამ ტყუილია, ხვიჩა მარტო ტოპ-კლუბში წავა"